Wednesday, November 5, 2008

ბეღურები და ადამიანები






ბეღურა ერთი შეხედვით საყვარელი, მარამ ძალიან თავხედი ფრინველია. ის სხვა ჩიტებს სტაცებს საკვებს, ბუდეებს, ბარტყებს. მისთვის პრობლემა არაა ცივა თუ ცხელა ის ნებისმიერ დროს დაფრინავს. ბეღურა არ მიფრინავს სხვა ჩიტებთან ერთად თბილ ქვეყნებში რჩება იქ სადაც ცხოვრობს. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ბეღურა ზარმაცი და უუნაროა, არ შეუძლია გაფრენა და იძულებულია მძიმე პირობებში გამოიზამთროს, ან სულაც პრინციპულია და მისი ცხოვრების დევიზია ,,სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ".
ხალხიც ზუსტად ასეა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სადაც ხარ იქ უნდა იყო ბოლომდე, ან სულაც ეზარება სადმე წასვლა. უჭირს, და შვილებს მშივრებს ხოცავს და ყველაფერზე დახარბებულს ზრდის. ეს ბავშვი გაიზრდება უმეტეს შემთხვევაში ქურდი, ყაჩაღი და ა.შ. ბეღურაც ხომ მტაცებელია!
საზღვარგარეთ საშოვარზე გადახვეწილი ხალხის შვილები ერთი შეხედვით სულაც არ ჰგვანან უტვინო, ნაცრისფერ ბეღურებს, რადგან მათ არაფერი უკვირთ და შიმშილითაც არ იხოცებიან, მაგრამ ენატრებათ მშობლები და ისიც იციან, რომ მალე დაბრუნდებიან ოჯახში და ისევ ერთად ბედნიერად იცხოვრებენ.
მოკლედ ბეღურას ცხოვრებაშიც დგება დრო, როცა უნდა დაჭკვიანდეს, ცოტა ხნით მაინც. ის იპოვის ბუდეს, დადებს კვერცხებს და ბარტყებს გამოჩეკს. აი, ეს მისი ყველაზე დიდი სახრუნავია,ცდილობს ბარტყებს ცუდი არაფერი დაემართოს. ახსენდება, სხვა ჩიტებს როგორ უჩაგრავდა შვილებს და ბევრს ფრთხილობს,სულ თავდასხმის მოლოდინშია.
მისი ბარტყები რთულ გარემოში იზრდებიან.მერე ბეღურა დგება ახალი პრობლემის წინაშე, ბარტყმა უნდა ისწავლოს ფრენა და თავის გატანა. ბარტყი გაფრინდება და ეზიარება ფრენის სიამოვნებას, ის ისავლის ნადირობას. მისთვის თავდასხმა თავდაცვაა.
არსებობენ ობოლი ბარტყებიც.დედა მოუკლეს,არც მამა ახსოვთ, არც ადარდებთ ეს ფაქტი. ერთ ჩვეულებრივ დღეს პატარა (ან სულაც დიდმა) ბავშვმა, მათ დედა ტირის ტყვიით ან "რაგატკით" მოუკლა. დარჩნენ ობლები და საცოდავები. დიდებიდან შეიძლება ერთი მაინც გადარჩეს, მაგრამ პატარა ყველა კვდება. უპატრონო ბარტყებს, რომელიმე ჩიტი ან რამე არსება დახოცავს, ან სულაც შიმშილით და სიცივით დაიხოცებიან. აი, ეს არის ცხოვრება.
ხალხი ნატრობს იყოს ფრინველი და ცაში იფრინოს, მაგრამ ჩემი აზრით,ისევ ჯობია ადამიანურ პრობლემებში იცხოვრო, ვიდრე გაურკვევლობაში მოკვდე.
გადარჩენილი ბეღურა ძალიან ძლიერია,რადგან ზნეობის ჩარჩოების მიღმა ცხოვრობს.

სოფი ბიბილაშვილი